კურსდამთავრებულები



   მარიამ ყაუხჩიშვილის გიმნაზიამ და შემდეგ წლებში უკვე მისი სახელობის სასწავლებელმა მრავალი ღირსეული კურსდამთავრებული აღზარდა.
   სხვადასხვა დროს მარიამ ყაუხჩიშვილის გიმნაზიაში სწავლობდნენ აკადემიკოსი გ.ჭოღოშვილი, პროფესორები: კ.ლილუაშვილი,ო.ეზიკაშვილი, ცნობილი გამომგონებელი თ.შავგულიძე, ჟურნალისტი და მწერალი რ. ბეროძე და მრავალი სხვა.


      ასევე არ შეიძლება არ გავიხსენოთ 1950 – იანი წლების შემდეგ დამთავრებული კურსდამთავრებულები : მსოფლიო მნიშვნელობის ნეიროქირურგი შალვა ელიავა, აკადემიკოსი ია ვერულაშვილი, დას. საქართველოს პირველი ბავშვთა ალერგოლოგიური ცენტრის დამაარსებელი ვახტანგ კუხიანიძე, პროფესორები დარეჯან ხაჭაპურიძე, ბორის და ლევან ჩაკვეტაძეები, გენერალი ელგუჯა ბუცხრიკიძე, კურსდამთავრებული და შემდაგ ამავე სკოლის პედაგოგი თ.ქუთათელაძე, ცნობილი სპორტსმენები მიხეილ ქორქია,რევაზ ძოძუაშვილი,სერგეი შვეცოვი, ჭიდაობა სამბოში ახალგაზრდა სპორტსმენები: გენადი ჩირგაძე, ლერი ჯიხვაშვილი, სახელმწიფო მოღვაწეები: დემურ დვალიშვილი, ვალერი ასათიანი და მრავალი სხვა.  



ნორა კუბლაშვილი დაიბადა 1926 წლის 7 ივნისს. 1933 – 1943 წლებში სწავლობდა ქუთაისის 17 – ე საშუალო სკოლაში. 1949 წელს დაამთავრა ალ. წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტი, დასავლეთ ევროპის ფაკულტეტი, ფრანგული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ამავე ინსტიტუტში ფრანგული ენისა და ლიტერატურის პედაგოგად, შემდეგ უფროს პედაგოგად, ათი წლის განმავლობაში 1974 – 1984 წლებში იყო ფაკულტეტის დეკანი. 1999 წელს გახდა ღირსების ორდენის კავალერი. გარდაიცვალა 2006 წელს.


                      
ვახტანგ კუხიანიძე- ექიმი პედიატრი 1968წელს დაამთავრა ქუთაისის მე-17 საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო შრომით პოლიტექნიკური სკოლა 1969-1975 წლებში სწავლობდა ქ.ლენინგრადის სამედიცინო ინსტიტუტში, დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ლენინგრადის მე-13 საავადმყოფოში. 1979 წელს დაუბრუნდა მშობლიურ ქალაქს და მუშაობა დაიწყო ბავშვთა მრავალპროფილიან სამედიცინო გაერთიანებაში. 1984 წლიდან გარდაცვალებამდე იგი გახლდათ დასავლეთ საქართველოს მთავარი ალერგოლოგი. 

     
მაია მურუსუძე დაიბადა ქ.ქუთასში 1968 წლის 9 მაისს. 1974 წელს სწავლა დაიწყო ქუთაისის მე-9(რუსულ) საშუალო სკოლაში. 1975 წელს სწავლა განაგრძო ქ.ქუთაისის მე-17 (რუსულ)საშუალო სკოლაში, რომელიც წარმატებით დაამთავრა 1985 წელს . 1987 წელს ჩაირიცხა რუსეთის ქალაქ ტვერის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმია-ბიოლოგიის ფაკულტეტზე ბიოლოგიის სპეციალობით. ვიწრო სპეციალიზაციით არის ბიოქიმიკოსი. სკოლაში და უნივერსიტეტში სწავლებისას დაკავებული იყო საზოგადოებრივი საქმიანობით. მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ1993წ. მუშაობა დაიწყო ქ.ქუთაისის მე-2 საშუალო სკოლაში მასობრივი მუშაობის ორგანიზატორად და ბუნების მასწავლებლად. სკოლის ი.ოცხელისსახ.გიმნაზიად რეორგანიზაციის შემდეგ მუშაობდა ბიოლოგიის მასწავლებლად. 2007წელს პარალელურად დაამთავრა ქუთაისის ა.წერეთლის სახ.უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2004 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააფუძნა საქართველოს ახალგაზრდა და ამაგდარ პედაგოგთა ასოციაცია და აირჩიეს ამავე ასოციაციის პრეზიდენტად  და ხელმძღვანელობდა 2015 წლამდე. 2010წელს პარალელურად მუშაობდა კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩაბარებული აქვს სხვადახსხვა დროის სასერტიფიკაციო გამოცდები და მიღებული აქვს სერტიფიკატები:სკოლის დირექტორის უფლების მოსაპოვებლად, ბიოლოგიის მასწავლებლის უფლების მოსაპოვებლად, ინგლისური ენისა და კომპიუტერის უნარ-ჩვევების სერტიფიკატი, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლბლის სერტიფიკატი. 2015 წლიდან მუშაობს ქ.ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის , სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილედ. 






  რევაზ მიხეილის ძე ძოძუაშვილი დაიბადა 1945 წლის 15 აპრილს ქ. ქუთაისში. 1952 – 1962 წლებში სწავლობდა ქუთაისის №17 რუსულ საშუალო სკოლაში. რევაზ ძოძუაშვილი გახლავთ ცნობილი ქართველი ფეხბურთელი და მწვრთნელი.ასევე იგი თამაშობდა მცველის პოზიციაზე, იყო ქუთაისის ,,ტორპედოს“ თბილისის ,,დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების წევრი. საბჭოთა კავშირის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურით ჩაატარა 49 მატჩი, მონაწილეობდა 1970 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატსა და 1972 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატში, ასევე მოიპოვა ბრინჯაოს მედალი 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე. სათამაშო კარიერის დასრულბის შემდეგ წვრთნიდა უამრავ გუნდს, მათ შორის ლატვიისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს. 2014 წლის იანვრიდან ქუთაისის ,,ტორპედო’’ ჩაიბარა მან ესპანელი ჟერარდ სარაგოსა ჩაანაცვლა. ამავე წლის დეკემბერში, კონტრაქტის დასრულების შემდეგ კლუბი დატოვა. 
    2014 წლის 16 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის №17 საჯარო სკოლის IX2 კლასმა, პროექტის - ,,მიეცი ცხოვრებას ხალისი“ ფარგლებში, სტუმრად მოიწვია ბატონი რევაზ ძოძუაშვილი. არასოდეს დაგვავიწყდება ბატონ რევაზ ძოძუაშვილთან შეხვედრა , მასთან გულთბილი საუბარი, მუდამ დიდი სიამაყით გავიხსენებთ მას, როგორც ჩვენი სკოლის ღირსეულ კურსდამთავრებულს.

  (ლ.ხურციძე, ვ. კოპალაძე,მ.ჯაჭვლიანი – XI2 კლასის მოსწავლეები)
  ბატონმა რევაზმა კიდევ ერთხელ გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები 2015 წლის 19 მაისს, როცა იგი მოწვეული გახლდათ №17 საჯარო სკოლის 117 წლის იუბილეზე.                                                                                         


გენადი ჩირგაძე დაიბადა 1991წლის 23 აგვისტოს ქ.ქუთაისში. 1997 –2003 წლებში სწავლობდა ქუთაისის №4 საშუალო სკოლაში, ხოლო 2003 – 2009 წლებში სწავლა განაგრძო და დაასრულა №17 საჯარო სკოლაში. 2009 – 2015 სასწავლო წლებში სწავლობდა ქუთაისის აკ.წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე,რომლის სამაგისტრო პროგრამა წარჩინებით დაამთავრა. მისი სპორტული წვრთნა ჯერ კიდევ მეხუთე კლასიდან იწყება გ.სარდანიძის,მ.გოგლოჩიძის და დ.აფრიდონიძის ხელმძღვანელობით ქ.ქუთაის ის სამბისტთა ნაკრებ გუნდში. გენადი ჩირგაძის სპორტულ კარიერაში მრავალი წარმატება ყოფილა. პირველად იგი საქართველოს ჩემპიონი გახდა სამბოში 2003 წელს. ასევე გახლავთ მრავალი საერთაშორისო ტურნირისა და ჩემპიონატის ჩემპიონი თუ პრიზიორი.

  
ლერი ჯიხვაშვილი დაიბადა 1992 წელის 20 ნოემბერს ქ.თერჯოლაში 1999 წელს შევიდა სოფელ ქვედა ალისუბნის ნ.ჩიკვაიძის საშუალო სკოლაში მე-6 კლასიდან გადმოვიდა ქ.ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში . ჭიდაობა სამბოში 8 წლის ასაკში დაიწყო ვარჯიში, ქუთაისის მე-17 სკოლაში გადმოსვლის შემდეგ ჭიდაობას ეუფლებოდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების დავით აფრდონიძის, გივი სარდანაძისა და მერაბ გოგლიჩიძის ხელმძღვანელობით. 2010 წელს გახდა საქართველოს ჩემპიონი სამბოში, ამავე წელს მონაწილეობა მიიღო საბერძნეთში ქ.სოლონიკში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და მესამე ადგილი დაიკავა. ამავე წელს ქ.თბილისში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე გახდა ბრინჯაოს ორდენოსანი და მესამე ადგილის მფლობელი. 



ნინო გვამბერაძე დაიბადა 1993 წლის 9 მარტს, ქალაქ ქუთაისში. 2011 წელს დაამთავრაქ. ქუთაისისმე-17 საჯარო სკოლა. მოსწავლეობის პერიოდში იგი აქტიურად იყო ჩართული სკოლის საქმიანობაში, თანასკოლელებთან ერთად განხორციელებულმა პროექტმა „ნატო და ჩვენი სკოლა“ გამარჯვებულთა შორის მეორე ადგილი დაიკავა საქართველოს მასშტაბით. 2011 წელს, სკოლის დასრულების შემდეგ,ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. 2014 წელს გაიარა სტაჟირება პოლონეთში, ქალაქ კრაკოვში, მასწავლებლის ასისტენტის პოზიციაზე. 2015 წლის სექტემბერში მან გაიარა რთული შესარჩევი საკონკურსო ეტაპები და იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით 15 ოქტომბრიდან დღემდე იგი არის იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროექტის „50 საჯარო მოხელე“ მონაწილე, რომლის ფარგლებში ხდება პიროვნული და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, საჯარო სამსახურის მუშაობის პრინციპების გაცნობა და პრაქტიკული გამოცდილების მიღება.ამავე პროექტის ფარგლებში მან გაიარა ლიდერობის მასტერკლასი უცხოელ სპეციალისტთან და გადაეცა სერტიფიკატი. 

No comments:

Post a Comment