სკოლის უახლესი ისტორია

   2008 წლის  დეკემბერს   ქუთაისის  N 17 საჯარო სკოლამ მიიღო დიპლომი: ფონდი   „ირმის ნახტომის“  2008 წლის საშემოდგომო კონკურსების ფარგლებში   ნომინაციაში „ყველაზე აქტიური სკოლა“ და   პრიზი ნოუთბუკი.  

        განათლებისა და მეცნიერების  სამინისტროს მიერ  გამოცხადებულ    გუნდურ ინტეგრირებულ  პროექტების  ოლიმპიადაში მონაწილეობა მიიღო ხუთმა პროექტმა, მათგან  მეორე ხარისხის დიპლომი  დაიმსახურა ორმა: „ნატო და ჩვენი სკოლა“ ( ხელმძღვანელი რუსუდან ქემოკლიძე),  „დიდებული საუბრები“ (ხელმძღვანელი მაყვალა ანანოვი.) და თანხა 1066  ლარის ოდენობით, სამი პროექტი კი დაჯილდოვდა სგელით.

   2011-2012 სასწავლო წელს სკოლაში განხორციელდა საპილოტე პროგრამა დაწყებით კლასებში „ინგლისური ენა, სამოქალაქო განათლების გამოყენებით“ პროგრამა განხორციელდა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ორგანიზაცია „USAID,PH International”-ის მიერ. პროგრამა „აინშტეინის“ ფარგლებში ამოქმედდა სასკოლო სამეცნიერო  ლაბორატორია.

სკოლას ჰყავს გამორჩეულად წარმატებული სპორტსმენები,მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორები და საქართველოს ჩემპიონები თავისუფალ ჭიდაობასა და სამბოში . „სამბოში“ ჯაბა ქურდიანმა ქ. რიგაში მეორედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონის ტიტული 55კგ.წონითკატეგორიაში.                              
   
2013 წლის 21-23 მარტს სტუმრად იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკის განათლების  დელეგაცია.

  





ამავე წლის 11 აპრილს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა საქართველოს პარლამენტის ევროკავშირთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები ი.ცერცვაძე და ე.უდესიანი.

  
12-18 აპრილს ჩატარდა ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში განხოეციელდა სხვადასხვა აქტივობები. სტუმრად იმყოფებოდნენ უკრაინის ქ. სუმის სკოლი დელეგაცია, დირექტორი,პედაგოგები და მოსწავლეები.

   

1 მაისს ქუთაისის ამერიკული კუთხის გახსნის წლისთავისადმი მიღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა, აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა და იუბილე მიულოცა ა.შ.შ. ელჩმა ბატონმა რიჩარდ ნორლანდმა.


   9 ოქტომბერს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ფერეიდნელი ქართველი პროფესორი და ისტორიკოსი საიდ მულიანი ოჯახთან ერთად,შეხვედრა განხორციელდა სამოქალაქო კლუბის ინიციატივით.


29 ნოემბერს სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა „ნარჩენების ინოვაციური მართვის“ პროექტის მონაწილეთა დელეგაცია რუმინეთიდან,სომხეთიდან და მოლდოვეთიდან.






2013 წლის 3 დეკემბრიდან 2014 წლის 12 იანვრამდე  სკოლის დირექტორი ქალბატონი ირინე ჯგერენაია პედაგოგებთან ერთად საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ფლორიდის შტატში ქალაქ ორლეანში, სადაც გაიმართა სემინარი თემაზე   „გაბრაზებული ტვინის მკურნალობა“. სემინარი ოთხი მოდულისაგან შედგებოდა, რომელთაგან ერთ-ერთი მოდული ეხებოდა  სკოლამდელ და სასკოლო ასაკის მოსწავლეთა გაბრაზებული  ქცევის კორექციას. სემინარის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო ასოციაცია „ NAMA”. სემინარს უძღვებოდა ასოციაცის პრეზიდენტი პროფრსორი რიჩ ფაიფერი.ასოციაცის ხელმძღვანელობასა და სკოლის  დირექციას   შორის  მოხდა  შეთანხმება   თანამშრომლობასა  და   გაცვლით პროგრამებზე





2014 წლის 3 თებერვალს სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის       კათედრის ინიციატივით მოწვეულ იქნა  ქ. თბილისის ქორეოგრაფიის თეატრის რეჟისორი  ქალბატონი თინათინ ქოიავა და მსახიობთა დასი, მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს უილიამ შექსპირის  „რომეო და ჯულიეტა“-ს პერსონაჟები.ჩვენი სკოლის მოსწავლეები სტუმრების წინაშე წარსდგენ ლიტერატურული კომპოზციით „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდეს“. (ხელმძღვანელი ნ.გოტიაშვილი.)



2014 წლის 28 თებერვალს მე-11  კლასში ისტორიის პედაგოგის ხათუნა ჩხეტიანის მიერ  ჩატარდა  პროექტ-გაკვეთილი -„აფხაზეთის სისხლიანი ქრონიკები''.გაკვეთილი მიეძღვნა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარის ჟიული შარტავას  დაბადებიდან 70 წლის იუბილეს.




   2014   წლის 20-30 მაისს პოლონეთში გაიმართა ტურნირი ჭიდაობა „სამბოში'' ევროპის თასის მოსაპოვებლად,რომელშიც მსოფლიოს 35 ქვეყნის 54 სპორტსმენი მონაწილეობდა 60 კგ. წონით კატეგორიაში. ტურნირის გამარჯვებული და ევროპის თასის მფლობელი გახდა ერთადერთი  ქართველი ჩვენი სკოლის მოსწავლე ჯაბა ქურდიანი.    ამავე წლის 25-27 აპრილს ქ. ბოლნისში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი ჭიდაობა“ სამბოში“ჩვენმა მოსწავლეებმა( მასწავლებელი დ. აფრიდონიძე) სოსო სვანაძემ მძიმე წონაში დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი, ლადო ბერაძემ პირველი ადგილი.  3-5 აგვისტოს ქ.ერევანში ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელი გახდა ონისე ხურციძე.



   2014   2015 წლის 19 მაისს სსიპ ქალაქ ქუთაისის #17 საჯარო სკოლაში საზეიმოდ აღინიშნა სკოლის დაარსებიდან 117-ე წელი,სკოლას ეწვივნენ იმერეთის გუბერნატორი ბატონი გივი ჭიჭინაძე,ქუთაისის მერი ბატონი შოთა მურღულია,ვატიკანის საელჩოს წამომადგენლობა, სასულიერო პირები, სკოლის კურსდამთავრებულები, დირექტორები, მოსწავლეები, მშობლები.მოსწავლეებმა სტუმრებს წარმოუდგინეს სხვადასხვა სასწავლო პროექტი,მოაწყვეს საკუთარი ხელით დამზადებული ნეკეთობების გამოფენა - გაყიდვა.გაუმასპინძლდნენ ქართული სამზარეულოთი, გამართეს წარმოდგენები, იმხიარულეს საყვარელი მულტფილმების გმირებთან ერთად,სტუმრებამა დაათვალიერეს უნიკალური ფოტო გამოფენა სადაც წამოდგენილი იქნა ფოტოები, რომლებიც ასახავს სკოლის ისტორიას 1898წლიდან დღემდე .

 გაიხსნა პირველი დირექტორის მარიამ ყაუჩიშვილის ბიუსტი და სხვადასხვა წლებში სკოლაში მოღვაწე დირექტორების ფოტო-სტენდი. საიუბილეო დღე საზეიმოდ დასრულდა ლადო მესხიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. სადაც მოსწავლეების მიერ წარმოდგენილი იქნა ლიტერატურულ- მუსიკალური კომპოზიზია ,,გუშინ დღეს ,ხვალ..'' -რეჟისორი კახაბერ გოგოლაშვილი. ანა ჯგერენაიამ, თამარ სიხარულიძემ, ქეთი ნარჩემაშვილმა და სკოლის გუნდმა სიმფონიურ ორკესტრთან და ჯაზ-ბენდთან ერთად შეასრულა ქართული და უცხოური ნაწარმოებები.კომპოზიციას აკომპანიმეტს უკეთებდა ნიკა ნიქაბაძე და სიმებიანი კვარტეტი.სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს ქუთაისის მერმა ბატონმა შოთა მურღულიამ გადასცა სკოლის მიერ შექმნილი მედლები.


საზოგადოებას სკოლის იუბილე მიულოცა ქალაქისა და სკოლის საუკეთესო მეგობარმა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ბატონმა რიჩარდ ნორლანდმა მეუღლესთან ერთად. მათ სკოლის მოსწავლეთა გუნდთან ერთად შეასრულეს სიმღერა "Go Down Moses". ღონისძიების მხარდამჭერია ქალაქ ქუთაისის მერია.


2015 წლის 19 ნოემბერს სსიპ ქალაქ ქუთაისის N17 საჯარო სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა ფილმის „წმიდა ექვთიმე ღვთისკაცი“ გადამღები ჯგუფი. მოეწყო ფოტოგამოფენა რომელიც ასახავს ფილმის გადაღების პროცესს, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ქუთაისელი მოქანდაკეების მიერ შექმნილი ექვთიმეს ბიუსტები, მე-9, მე-10, მე-11 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს კომპოზიცია საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესზე და საზოგადოებას წარუდგინეს ფილმის გადამღები ჯგუფი. ფილმის რეჟისორმა, პროდიუსერმა და სცენარისტმა ნიკოლოზ ხომასურიძემ ისაუბრა ფილმის შექმნის იდეის, გადაღების პროცესებისა და შემოქმედებითი ჯგუფის შესახებ. მსახიობმა ლაშა კანკავამ გაიხსენა საინტერესო ისტორიები ფილმის გადაღების პროცესიდან. შეხვედრის დასასრულს სკოლის გოგონათა და ვაჟთა გუნდმა შეასრულა ვაჟა აზარაშვილის სიმღერა „საქართველო“. შეხვედრას ესწრებოდნენ: ქუთაისის მხატვართა კავშირის წევრები, ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის კურსანტები, ექიმები, პედაგოგები, მშობლები და მოსწავლეები.


ქუთაისის მერიის პროექტის ფარგლებში ქუთაისის #17 საჯარო სკოლის ფასადი გარემონტდა დღეს ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და სკოლაში მიწვეულმა სტუმრებმა #17 საჯარო სკოლის დასრულებული ფასადი დაათვალიერეს. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა დააფინანსა. სკოლის ფასადის რეაბილიტაცია 117 ათასი ლარი დაჯდა, ხოლო პროექტის ფარგლებში წელს ქუთაისში ფასადებისთვის 816 ათასი ლარი იხარჯება. 


დღესვე ქუთაისის მერმა მე-17 სკოლაში მონაწილეობა მიიღო მოსწავლეთა მიერ ორგანიზებულ ბარბარობის დღესასწაულში,სტუმრებმა დაათვალიერეს სამეცნიერო და კვლევითი გამოფენები, დღის შეჯამება შედგა პროექტის ,, სახვითი ხელოვნების ქრონიკების'' პრეზენტაციითა და ქუთაისში ჩატარებული საერთაშორისო პლენერის ამსახველი ვიდეო ფილმის ჩვენებით.პროექტის პარტნიორია იმერეთის მხათვართა რეგიონალური კავშირი

წყარო: სკოლის ვებ გვერდი

No comments:

Post a Comment