სკოლის დირექტორები

დირექტორები: 
1903 –1921 წლები – მარიამ ყაუხჩიშვილი 
1941 –1943 წლები – იასონ გელაზანია 
1943 - 1946 წლები - სერგო ნუცუბიძე. 
1952 –1970 წლები – არჩილ კახაია 
1970 -1974 წლები - თეიმურაზ კოკოჩაშვილი 
1974 -1986 წლები - გურამ სიხარულიძე 
1986 - 1989 წლები - მიხეილ არახამია 
1989 - 1991 წლები - ნეველი ხურციძე 
1992 - 1993 წლები - გიგლა სვანიძე
1994 -2003 წლები - ბეჟან ბაკურაძე 
 2003 -2004 წლები - ვიტალი პატარიძე 
 2004 წლიდან დღემდე - ირინე ჯგერენაია 


მარიამ ყაუხჩიშვილი სკოლის დირექტორი, შემდეგში საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი მარიამ იოსების ასული ყაუხჩიშვილი დაიბადა 1866 წელს ქალაქ ქუთაისში. 1886 წელს დაამთვრა ქუთაისის წმინდა ნინოს სახელობის ქალთა გიმნაზია. ამავე წლიდან 1898წლამდე მოისმინა ჟენევის პედაგოგიური კურსები და გაეცნო საზღვარგარეთის საბავშვო ბაღებისა და საშუალო სკოლების სტრუქტურას. აღსანიშნავია,რომ 1903 წლის პირველი სექტემბრიდან საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მარიამი მუშაობდა მის მიერ დაარსებულ ქალთა გიმნაზიის გამგედ. 1921 წელს,როცა საქართველოს ყველა ტიპის სკოლა სახალხო კომისარიატის გამგებლობაში გადავიდა, აღნიშნული გიმნაზიაც გადაეცა განსახკომის მმართველობას, მაგრამ მარიამი მაინც იყო ამ სკოლის გამგედ (დირექტორად) და აქ სიკვდილამდე მუშაობდა, სკოლა სამართლიანად ატარებდა მის სახელს. მარიამს საკუთარი ოჯახი არ გააჩნდა. იგი მოწოდებით ჭეშმარიტი პედაგოგი იყო. მარიამ ყაუხჩიშვილი გარდაიცვალა 1939 წელს თავისსავე სკოლის შენობაში, სადაც მას ერთი პატარა ოთახი ეჭირა საცხოვრებლად. დაკრძალეს ქუთაისში, საფიჩხიის სასაფლაოზე. ქუჩას,სადაც მისი სკოლა მდებარეობდა, მარიამ ყაუხჩიშვილის სახელი ეწოდა.


არჩილ ბესარიონის ძე კახაია - დაიბადა 1900 წელს, ქ.ქუთაისის გუბერნიის სოფელ ტყაჩირში, მღვდლის ოჯახში. დაამთავრა ქ.ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ თბილისის სასულიერო სემინარია,რომლის დამთავრების შემდეგაც იწყებს საქმიანობას ტყაჩირის არასრულ საშუალო სკოლაში. 1930 წელს მეუღლითა და ქალიშვილით გადმოდის საცხოვრებლად ქ. ქუთაისში და იწყებს პედაგოგად მუშაობას მე–4 არასრულ საშუალო სკოლაში, პარალელურად ამთავრებს ქ.ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტს,რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტს. მონაწილეობდა დიდ სამამულო ომში,პოლიტკომისრად 1942–1944წლებში. 1953 წელს ინიშნება ქუთაისის მე–17 სკოლის დირექტორად ,მანამდე 1944–1953 წლებში მუშაობდა ქალაქის მეოთხე არასრულ საშუალო სკოლაში 1970 წელს გავიდა დამსახურებულ პენსიაზე,გარდაიცვალა 1975 წელს დაჯილდოებული იყო შრომის წითელი დროშის ორდენით ,მედლებითა და უამრავი საპატიო სიგელით, იყო საქართველოს დამსახურებული პედაგოგი.  

თ.კოკოჩაშვილი დაიბადა 1921 წელს ქ.ქუთაისში. 1938 წელს დაამთავრა მე-5 საშუალო სკოლა და ამავე წელს სწავლა განაგრძო ალ.წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე, რომლის უკანასკნელ კურსზე მოუსწრო დიდმა სამამულო ომმა და გაწვეული იქნა არმიის რიგებში. მონაწილებოდა კავკასიის დაცვაში, ქლუხორის უღელტეხილთან გამართულ ბრძოლაში. მძიმედ დაჭრილი ბრუნდება მშობლიურ ქალაქში. 1943 წელს მუშაობას იწყებს მე-5 საშუალო სკოლაში,პირველად სამხედრო ხელმძღვანელად, ხოლო სადიპლომო გამოცდების ჩაბარების შემდეგ, ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ. 1952-1953 წლებში ის პარტიულ მოღვაწეობას ეწევა 1953 წელს ის კვლავ უბრუნდება თავის საყვარელ საქმეს და მუშაობას იწყებს მე-9 საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგედ. 1954-1968 წლებში იგი მე-14 სკოლის, ხოლო შემდეგ მე - 15 სკოლის დირექტორია. 1969 წელს ამავე თანამდებობაზე სამუშაოდ გადაჰყავთ მე-17საშუალო სკოლაში. სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის მიღებული ჰქონდა მთავრობის ჯილდოები. გარდაიცვალა 1974 წელს. 


გურამ სიხარულიძე იყო პედაგოგი, რომელიც უდიდესი სიხარულით დააბიჯებდა ქუთაისის ქუჩებში. დიდია მისი ღვაწლი ქალაქის განათლების სფეროში.იგი ხომ წლების მანძლზე ზრდიდა თაობებსა და უდიდეს სიკეთეს ნერგავდა აღსაზრდელებში, რომლებიც დღეს მას მადლიერებით იგონებენ. გურამ სიხარულიძე დაიბადა 1926 წლის 19 აპრილს, 1944 წელს დაამთავრა მე-9 საშუალო სკოლა, სწავლობდა საზღვაო და ფეხოსანთა სამხედრო სასწავლებელში. 1949 წელს სმოლენსკში ყოფნისას სპეცნაწილებში იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს. 1954 წელს დაამთავრა ქ.ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი რუსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობით. 1954 წელს ქ.ქუთაისის კომკავშირის საქალაქო კომიტეტის პირველი მდივნის ე.შევარდნაძის რეკომენდაციით, დაინიშნა პიონერთა და მოსწავლეთა სასახლის დირექტორად . პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა მე-4; მე-14;მე-9; 30-ე და მე-17 საშუალო სკოლებში -ჯერ სასწავლო ნაწილის გამგედ, ხოლო მე-17 საშუალო სკოლაში დირექტორად 1974-1986 წლებში. დღიდან დაარებისა - 1994 წლიდან მუშაობდა ქუთაისის ეკონომიკურ ლიცეუმში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, მიღებული აქვს სახალხო განათლების წარჩინებულის წოდება, დაჯილდოებულია შრომის ვეტერანის მედლითა და ღირსების ორდენით. 


მიხეილ არახამია 1986 – 1987 სასწავლო წლებში ქუთაისის № 17 საშუალო სკოლის დირექტორად მუშაობდა.  იგი დაიბადა 1939 წლის 15 სექტემბერს, ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხში. 1956 წელს სკოლის მედალზე დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში , რომელიც დაამთავრა 1961 წელს ფიზიკა – მათემატიკის სპეციალობით.იგი სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის №1, №მე-5, №23-ე, №30-ე საშუალო სკოლებში მათემატიკის მასწავლებლად, დირექტორის მოადგილედ№ 15 საშუალო სკოლაში და დირექტორად ქუთაისის №მე-17, № 33-ე, და №მე-40 საშუალო სკოლებში. 1989 წლის 1 სექტემბრიდან მიხეილ არახამიას ინიციატივით ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე გაიხსნა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის საბაზო ექსპერიმენტული ზოგადსაგანმანათლებლო საშუალო სკოლა, რომელიც ერთი წლის თავზე, 1990 წლის 1 სექტემბრიდან, იმავე ინსტიტუტის საბაზო გიმნაზიად გადაკეთდა, როგორც გიმნაზიამ 2004 წლამდე იარსება, შემდეგ იგი გადაკეთდა №მე-40 საჯარო სკოლად. ამ სკოლის დირექტორი მ. არახამია გახლდათ 2005 წლამდე. საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 19 დეკემბრის განკარგულებით ,,მოსწავლე და სტუდენტი ახალგაზრდობის აღზრდა – განათლებაში შეტანილი პირადი წვლილისა და განათლების რეფორმის მიმდინარეობის პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის“ ღირსების ორდენით დაჯილდოვდა მ.არახამია. მ. არახამიას გამოქვეყნებული აქვს შემდეგი ნაშრომები : ,,სკოლათმცოდნეობა“(2006 წ.), ,,პრაქტიკული დიდაქტიკისა და სკოლათმცოდნეობის ზოგიერთი საკითხი“ (2013 წ.), ,,ქართული საგანმანათლებლო სისტემის სამართლებრივი საფუძვლები“(2015 წ.). მ.არახამია დღესაც აგრძელებს აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ქუთაისის აკ.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პედაგოგიურ ფაკულტეტზე კითხულობს ლექციებს: დიდაქტიკაში(სწავლების თეორია), ქართული საგანმანათლებლო სისტემის სამართლებრივ აქტებში(ბაკალავრიატი),სკოლის მართვა, პრობლემის ანალიზი და მათი გადაწყვეტის გზები(მაგისტრატურა),განათლების მართვა(მაინორი – მეორადი ფაკულტეტი). დიდ მადლობას ვუხდით ბატონ- მ.არახამიას გულთბილი შეხვედრისა და მოწოდებული მასალებისათვის. 



ბეჟან ბაკურაძე დაიბადა 1939 წელს ცაგერის რაიონის სოფელ თაბორში. 1963 –1968 წლებში სწავლობდა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში,რომელიც დაამთავრა ქიმია – ბიოლოგიის სპეციალობით. იმავე წლიდან მუშაობდა ქალაქის რამდენიმე სკოლაში და საშუალო პროფესიულ სასწავლებელში სხვადასხვა თანამდებობებზე. 1990 წლიდან მუშაობდა მ.ყაუხჩიშვილის სახელობის №17 საბაზო სკოლაში დირექტორისმოადგილედ სასწავლო-აღმზრდელობით დარგში, ხოლო1993 წლიდან ამავე სკოლის დირექტორად. არის რესპუბლიკის წარჩინებული პედაგოგი, დაჯილდოებულია მედლით შრომითი მამაცობისათვის, არის ღირსების ორდენის კავალერი. 


ვიტალი გიორგის ძე პატარიძე დაიბადა 1948 წლის 5 იანვარს ქ.ტყიბულში. 1968 წელს დაამთავრა ქუთაისის ა.წულუკიძის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი ფიზიკის სპეციალობით. 1968 წელს სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ ჯვარისის ქ.ტყიბულის N4, N1 საშუალო სკოლებში დირექტრის მოადგლედ და ფიზიკის მასწავლებლად. 1976 წლიდან 1984 წლამდე მუშაობდა ქუთაისის N 30-ე ,N24-ე ,N29-ე საშუალო სკოლებში. 1984 წლიდან 1887 წლამდე მუშაობდა ქუთაისის N6-ე საშუალო სკოლის დირექტორად, ქ.ქუთაისი ავტოქარხნის განათლების განყოფილებაში სასკოლო ინსპექტორად, ქ.ქუთისის ლენინის რაიონის განათლების განყოფილების გამგის მოადგილედ, N39-ე საშუალო სკოლის დირექტორის მოადგილედ , შემდეგ კი სკოლის დირექტორად და ფიზიკის მასწავლებლად. ამჟამად მუშაობს სსიპ ქ.ქუთისის N17 საჯარო სკოლის დირექტორის პირველ მოადგილედ. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ბატონი ვიტალი პატარიძე ზრუნავს მოზარდთა უწყვეტი განვითარებისათვის, ახალი ცოდნისა და უნარ–ჩვევების დამოუკიდებლად შეძენა-ჩამოყალიბებისათვის, რათა მოსწავლემ შეძლოს საკუთარის შესაძლებლობების განსაზღვრა და საზოგადეობრივ ცხოვრებაში  ადგილის დაკავება. უდიდესი გამოცდილების საფუძველზე მას შეუძლია ურთიერთპატივისცემითა და ურთიერთგაგებით გადაჭრას სასკოლო ცხოვრებაში წამოჭრილი პრობლემები. არის კანონდამცველი და მისი გამტარებელი სასკოლო ცხოვრებაში, სისტემატურად ზრუნავს მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის, ამიტომაც ეძახიან მას ,,მასწავლებელთა მასწვლებელს“ . მიღებული აქვს ჯილდო დამსახურებისთვის-სახალხო განათლების წარჩინებული სამკერდე ნიშანი .




ირინე ჯგერენაია დაიბადა 1966 წლის 11 მარტს ქ. ქუთაისში. 1985-1990 წლებში სწავლობდა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა ფიზიკა-მათემატის სპეციალობით.1994 -2002 წლებში მუშაობდა ქუთაისის 25-ე საშუალო სკოლის ფიზიკის მასწავლებლად. 2004 წლიდან დღემდე მუშაობს ქუთაისის მე- 17 საჯარო სკოლის დირექტორად. 2003 წლიდან გახლდათ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ქსელის კოორდინატორი.2004 წ.,,წერა-კითხვა კრიტიკული აზროვნების'' ტრენერი. 2006 წლიდან პროგრამა,,პასუხისმგებლობის დემოკრატიის საფუძვლები" ტრენერი. 2006-2008 წ.წ.ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის ტრენინგ-პროგრამის კოორდინატორი.2007-2008 წ.წ. ეროვნული სასწავლო გეგმების პროგრამების ფასილიტატორი. 2008 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის ექსპერტი. 2011 წ.- ,,მშვიდობის კორპუსის'' 2011 წლის წერითი ოლიმპიადა.კოორდინატორი მე-17 საჯარო სკოლის სათავეში ქალბატონი ირინე ჯგერენაიას ჩადგომის შემდეგ, წარმატებები ნათელი გახდა არა მარტო სკოლის, თემის, ქალაქის, არამედ თითქმის მთელი ქვეყნისათვის. ამის ნათელი დადასტურებაა უამრავი წარმატებული პროექტი და სასკოლო თუ საქალაქო ღონისძიება. 

წყარო:"ქუთაისი დიდი საგანმანათლებლო ცენტრი "  2006.წ  საგამომცემლო ცენტრიქუთაისი  ავტორი: ლია გაბუნია; ავტობიოგრაფია; ინტერვიუ ოჯახის წევრებთან; "პრაქტიკული დიდაქტიკისა და სკოლათმცოდნეობის ზოგიერთი საკითხი" ქუთაისი 2010წ. ავტორი მიხეილ არახამია 
საარქრივო და სამუზეუმო მასალები

No comments:

Post a Comment