დამსახურებული პედაგოგები

        
მარიამ ყაუხჩიშვილის მიერ დაარსებული გიმნაზია, ყოველთვის უზრუნველყოფილი იყო მოწინავე პედაგოგთა კადრებით.აქ ასწავლიდნენ:ტარასი აბზიანიძე,ზიანიდა ჩიკვაიძე, ნიკოლოზ გურგენიძე,ალექსანდრე თორაძე,მარიამ ორახელაშვილი,ალექსანდრე უკლება.
  პროგიმნაზიის უმცროს კლასებში თავის პედაგოგიური მომზადებით გამოირჩეოდა ჟუკოვსკაია-რუსული ენის მასწავლებელი ქალი,დები:სოფო,ელენე და მარიამ ბუტულაშვილები.ელენე მათემატიკის მასწავლებელი იყო ხოლო სოფო და მარიამი-რუსული ენისა და ლიტერატურის.გეოგრაფიის საუკეთესო მასწავლებლად ითველობდა ელენე მეფისაშვილი. მესამე,მეოთხე ჯგუფებს ფრანგულ ენას ასწავლიდა ვენერა ბერიძე - სათნო, კეთილი ადამიანი და საგნის შესანიშნავი სპეციალისტი.
  ქართული ენის მასწავლებელი პროგიმნაზიის კლასებში იყო ელენე ლორთქიფანიძე-წულუკიძე.მისი სწავლის შემდეგ მაგიტა ანთაძე (ნინო ნაკაშიძის და). მაგიტა ამ პერიოდში ძალზე ახალგაზრდა, მაგრამ ენერგიული და ნიჭიერი ქალი იყო. უფროს კლასებში ასწავლიდა რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ალექსანდრა პოპოვა.მოსკოვიდან ქუთაისში ჩამოსული პედაგოგი მარიამმა თავის სკოლაში მოიწვია.
  საქართველოს ისტორიას ასწავლიდა ტრიფონ ჯაფარიძე, მათემატიკურ საგნებს - სიმონ ოცხელი და გედევან წერეთელი, ბუნებისმეტყველებას - ალექსანდრე ჯანელიძე, შემდეგში ცნობილი მეცნიერ-გეოლოგი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი. საღმრთო რჯულის მასწავლებლები იყვნენ ა.გერსამია და ცქიტიშვილი, გამორჩეული დემოკრატიული შეხედულებებითა და კეთილშობილებით.



     ქ.ქუთაისის №17 საჯარო სკოლამ 2015 წლის 19 მაისს გამართულ საიუბილეო ღონისძიებაზე მრავალი სტუმარი მოიწვია, მათ შორის იყო, ერთ-ერთი პირველი მასწავლებელი ვენერა კუხიანიძე-თაბაგარი.
   ჩვენ, X1 კლასის მოსწავლეები ინდივიდუალურად ვესაუბრეთ ქალბატონ ვენერას და ინტერვიუ ავიღეთ მისი მოღვაწეობის შესახებ №17 საჯარო სკოლაში:
   ,, მე-17 სკოლაში ვასწავლიდი ინგლისურ ენას 1953 წლის 1 სექტემბრიდან. სკოლის იმჟამინდელი დირექტორი გახლდათ ბ.-ნი არჩილ კახაია, შემდეგ თეიმურაზ კოკოჩაშვილი, გურამ სიხარულიძე, მიხეილ არახამია. არ გვქონდა საკმარისად სასკოლო ინვენტარიც კი, მაგრამ საქმისადმი ერთგულებამ, შრომისმოყვარეობამ, ურთიერთპატივისცემამ და მაღალმა პროფესიონალიზმმა მალე შედეგი გამოიღო და სკოლა ქვეყნის მასშტაბით სანიმუშო გახადა. თითოეული მოსწავლისადმი ინდივიდუალური მიდგომით ბევრი ძნელადაღსაზრდელი მოსწავლე დაგვიყენებია სწორ გზაზე. არ შეიძლება არ გავიხსენო ჩვენი სასიქადულო აღზრდილები: მსოფლიო მნიშვნელობის ნეიროქირურგი- შალვა ელიავა, აკადემიკოსი -ია ვერულაშვილი,დასავლეთ საქართველოში პირველი ბავშვთა ალერგოლოგიური ცენტრის დამაარსებელი- ვახტანგ კუხიანიძე, პროფესორები-დარეჯან ხაჭაპურიძე,ბორის და ლევან ჩაკვეტაძეები, გენერალი -ელგუჯა ბუცხრიკიძე, ცნობილი სპორტსმენები- მიხეილ ქორქია, რევაზ ძოძუაშვილი, სერგეი შვეცოვი, სახელმწიფო მოღვაწეები- დემურ დვალიშვილი, ვალერი ასათიანი და მრავალი სხვა.“

                                           

   მანანა იოსების ასული ორბელაძე დაიბადა 1952 წლის 20 თებერვალს. ბაღდათის რაიონის სოფელ როხში პედაგოგთა ოჯახში
    1959 წელს შევიდა სოფელ როხის სკოლის პირველ კლასში, რომელიც დაამთავრა 1969 წელს
   1970 წელს ჩაირიცხა ქ.ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში დაწყებითი განათლები ფაკულტეტზე, რომლის დასრულების შემდეგაც 1970 წელს სწავლა განაგრძო პუშკინის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორიის ფაკულტეტზე , მეორე კურსზე, რომელიც დაასრულა 1979 წელს.
1975 წელს მუშაობა დაიწყო ქ.ქუთაისის მე-12 საშუალო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად.
1983 წლიდან დღემდე მუშობს ქ.ქუთაისის მე-17 საჯარო სკოლაში დაწყებითი კლასების მასწავლებლად .
ის თავისი მუშაობის პერიოდში პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მუდმივ და პერიოდულ საზოგადოებრივ დავალებებს:
. 17 წელი ხელმძღვანელობდა დაწყებითი კლასების მეთოდგაერთიანებას.
.იყო მასწავლებელთა დანიშვნის სასკოლო საკონკურსო კომისიის წევრი.
ატარებდა სასკოლო და საქალაქო საჩვენებელ  ღია გაკვეთლოებს  ყავს აღზრდილი უამრავი საუკეთესო მოსწავლე 
მუშაობის პერიოდში მიღებული აქვს ჯილდოები
დაჯილდოვებულია განათლების სამინისტროს სიგელით 
ქუთაისის განათლების განყოფილებისა და განათლების მუშაკთა პროპკავშირის საქალაქო საბჭოს ,,საპატიო სიგელით“
ქუთაისის განათლების განყოფილებისა და განათლების მუშაკთა პროპკავირის ,,მადლობის სიგელით“
ქუთაისის განათლების განყოფილებისა და განათლების მუშაკთა პროპკავშირის მადლობები ,,მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში თავლსაჩნო მიღწევებისთვის .“
შესულია წიგნში ,, ქუთისის ღირსეული პედაგოგები“
მის შესახებს ქვეყნდებოდა სტატიები ჟურნალ გაზეთებში 
2013-2014 სასწავლო წელს იყო წლის საუკეთსო მასწავლებელი .დაჯილდოვებულია ქუთაისის მერიის მიერ ფულადი პრემიით .


                                      
რუსუდან ქემოკლიძე დაიბადა 1952 წლის 9 მარტს ქ. ქუთაისში.1969წელს დავამთავრა ქ.ქუთაისის N 11 საშუალო სკოლა. 1970 წელს ჩააბარა ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1975 წელს გეოგრაფიის სპეციალობით.
   1988 წელს მუშაობა დაწყო ქ.ქუთაისის N39 საშუალო სკოლაში გეოგრაფიის მასწავლებლად.სკოლის რეორგანიზაციის გამო სამუშაოდ გადავიდი N 17 საჯარო სკოლაში.    1997წელს მიენიჭა უმაღლესი კატეგორიის მასწავლებლის წოდება. 1997 წელს ჩაატარა რეგიონალური მნიშვნელობის კონფერენცია თემაზე: „ვახუშტი ბაგრატიონი საქართველოში გეოგრაფიის ფუძემდებელი.“ რომლის შესახებ ინფორმაციული მასალა გამოქვეყნებულია სამეცნიერო მეთოდურ ჟურნალში „გეოგრაფია“ 2. 98.   1999 წელს მონაწილეობდა ქ. თბილისში საქართველოს 29-ე პედაგოგიურ სამეცნიორო პრაქტიკულ კონფერენციაზე თემა: „მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობა მე-6 კლასში“.
  2000 და 2002 წლებში მოსწავლე ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში თვალსაჩინო მიღწევებისათვის მიღებული აქვს მადლობა და საპატიო სიგელი. ქუთაისის განათლების განყოფილებისა  და განათლების მუშაკთა პროფკავშირების საქალაქო საბჭოს მიერ.
  2001 წელს მოისმინა კურსები „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ფასეულობები და მათი სწავლების თანამედროვე მეთოდები“ 2002 წელს მიენიჭა ამავე თემაზე თრენერის კვალიფიკაცია. ტრეინინგები ჩატარებული აქვს ქ. ქუთაისში,წყალტუბოში, სამტრდიასა და სხვა.

  2003 წელს გაიარა ტრეინინგისწავლისა და სწავლების ახალი მიდგომები.“  2005-2008 წლებშიგაიარა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ სასწავლო   გეგმების პილოტირების ტრეინინგ - პროგრამა.2006 წელს საქართველოსახალგაზრდა და ამაგდარ პედაგოგთა ასოციაციამ წარმატებული და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობისათვის დააჯილდოვა სიგელით. 2006-2010 წლების განმავლობაში გახლდათ სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე.2007-2008წლებში არჩეული იყო სასკოლო ქსელის კოორდინატორად.შესულია    წიგნში  „ქუთაიაის  ღირსეული  პდაგოგები.“   2008 წელს მიიღო საგანმანათლებლო დებატების სერთიფიკატი. წლების განმავლობაში იყო საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის გამგე.  2011 წელს მიიღო სერტიფიკატი და მიენიჭა გეოგრაფიის მასწავლებლობის უფლება.  1012 წლიდან დღემდე არის პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარე.2015 წელს გადაეცა სერტიფიკატი უფროსი მასწავლებლის სტატუსით.





მარინა თურქაძე - უგრეხელიძე  დაიბადა 1948 წლის 20 თებერვალს ბაღდათის რაიონში.1972 წელს დაამთავრა ალ.წულუკიძის სახელობის  ქ.ქუთაისის სახელმწიფო  უნივერსიტეტი, მათემატიკის სპეციალობით. სასწავლებლის დასრულების  შემდეგ  მუშაობა  დაიწყო ქ.ქუთაისის N1 საშუალო სკოლაში მათემატიკის მასწავლებლად. სხდასხვა დროს ასევე მუშაობდა №8,18 ,20,33 საჯარო სკოლებში აღნიშნული საგნის  მასწავლებლად, ხოლო 1976 წლიდან 2010 წლამდე კი N17 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგად. ხელმძღვანელობდა მათემატიკის კათედრას, რომელიც მისი მოღვაწეობის დროს გამოირჩეოდა  უამრავი სასკოლო აქტივობების ჩატარებით.

  მისი პედაგოგიური მუშაობის განმავლობაში თავის ცოდნასა და ენერგიას  ახმარდა მოსწავლეთა სწავლა-აღზრდას. მიღებული აქვს მრავალი სიგელი და ჯილდო . იყო შრომისმოყვარე, ჰუმანური და გამორჩეული პედაგოგი პედაგოგებს შორის.

წყარო: პედაგოგთა ავტობიოგრაფიები
"ქუთაისი დიდი საგანმანათლებლო ცენტრი" 2006 წ. საგამომცემლო ცენტრი ქუთაისი.  ავტორი: ლია გაბუნია

No comments:

Post a Comment